20:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-13 16:54:29, 1040 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში 47 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში 47 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დევნილ ოჯახებს ახალი ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ და  ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ გადასცეს.

უწყების ცნობით, დემურიას ქუჩაზე, ადმინისტრაციული დანიშნულების შენობაში დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. სამინისტროს გადაწყვეტილებით,  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „თი ემ“-მა  ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, რომლის ღირებულებამ 1 711 630 ლარი შეადგინა.  

 რეაბილიტაციის პერიოდში სამინისტრო აღნიშნულ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფდა.

სამუშაოების დასრულების შემდგომ, დემურიას ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა, ახალი, თანამედროვე სტანდარტებით გარემონტებული ბინები მიიღეს. 

დარჩენილი 15 ბინა კი გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

დემურიას ქუჩაზე არსებული 47 ბინიდან 14-ერთოთახიანია, 27-ოროთახიანი და 6-სამოთახიანი.

2012 წლიდან დღემდე, სამეგრელოს რეგიონში რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართი გადაეცა 343  დევნილ ოჯახს, ხოლო ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი 600 დევნილი ოჯახი გახდა.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ  სამეგრელოს რეგიონში სახლი შეუსყიდა 400-ზე მეტ  დევნილ ოჯახს.

ზუგდიდში  ბარამიას ქუჩაზე უახლოეს მომავალში 2 კორპუსის მშენებლობა დასრულდება,  სადაც ბინას 144 დევნილი ოჯახი მიიღებს.  გარდა ამისა, მიმდინარეობს 4 კორპუსის მშენებლობა 288 დევნილი ოჯახისთვის.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics