20:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-13 11:07:46, 985 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი

საქართველოს ტერიტორიაზე 16 იანვრის ჩათვლით არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქ  თბილისში დღეს უმეტესად უნალექო ამინდს და +6 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ. 14 იანვარს +5 გრადუსი იქნება, შესაძლებელია მცირე წვიმა, 15 იანვარს +5 გრადუსი და უნალექო ამინდი იქნება, 16 იანვარს ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაგალითად გორში, დღეს თოვლჭყაპს ელოდებიან. 14 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით კი უნალექო ამინდი იქნება, ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება. კახეთში 13 იანვარს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და +6 გრადუსი სითბო იქნება, 14 იანვარს ნალექია მოსალოდნელი, ხოლო 15-16 იანვარს უნალექო ამინდებს პროგნოზირებენ.

უამინდობაა დღეს დასავლეთ საქართელოს უმეტეს რაიონში. 14 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით კი უნალექო ამინდებს პროგნოზირებენ, ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება.

მაღალმთიან ადგილებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics