|
2017-01-11 17:44:47, 2971 ნახვა
მსოფლიო
CNN: რუსეთი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატებს, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ჩანაწერებს ფლობს
რუსეთი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატებს, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ჩანაწერებს ფლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს. CNN-ის ინფორმაციით, კომპრომატები მოსკოვმა ჰაკერული თავდასხმების შედეგად მოიძია და სწორედ ამაზეა საუბარი დაზვერვის ანგარიშის გასაიდუმლოებულ ნაწილში, რომელიც მხოლოდ მოქმედ და არჩეულ პრეზიდენტებს და 8 სენატორს გააცნეს. არსებული ინფორმაციით, რუსეთს კომპრომატები პრეზიდენტობის ორივე კანდიდატზე ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ჰილარი კლინტონის გაასაჯაროვა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შანსები გაეზარდა. CNN ასევე წერს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა დონალდ ტრამპზე კომპრომატი მისი მოსკოვში 5-დღიანი ვიზიტისას მოიპოვეს, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ჩანაწერები. არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გავრცელებულ ინფორმაციას "ტყუილი" და "ალქაჯებზე ნადირობა" უწოდა. საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის საქმეზე სენატის დაზვერვის კომიტეტში 4 მთავარი სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელმაც ილაპარაკა. მაღალჩინოსნები ადასტურებენ, რომ რუსი ჰაკერები პუტინის დავალებით მოქმედებდნენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესში ჩარევით რუსეთმა საზოგადოებრივი პოლიტიკური ხედვის შეცვლა სავარაუდოდ 20-მდე ქვეყანაში სცადა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)