|
2017-01-11 00:26:48, 3204 ნახვა
მსოფლიო
კეტი პერი, სკარლეტ იოჰანსონი, შერი - ამერიკელი ქალი ვარსკვლავები ტრამპის წინააღმდეგ მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას
ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის განსაკურებულად ემზადებიან არჩეული პრეზიდენტის მომხრეებიც და მოწინააღმდეგებიც. ამერიკელი ვარსკვლავები ქალთა მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 21 იანვარს, ვაშინგტონში, ინაუგურაციის მეორე დღეს გაიმართება. მარშში მონაწილეობას მიიღებენ: შერი, კეტი პერი, სკარლეტ იოჰანსონი, ოლივია უალდი, ამერიკა ფერერა, ემი შუმერი, ჯულიანა მური, ფრენსის მაკდორმენდი და სხვები. ამავე დღეს, 150 ანალოგიური ღონისძიება ჩატარდება აშშ-ის სხვადასხვა შტატში. იუტაში მსვლელობას უხელმძღვანელებს მსახიობი და ტელეწამყვანი ჩელსი ჰენდლერი. ცნობისთვის, 20 იანვარს, ამერიკის დროით 12:00 საათზე, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. არჩეული პრეზიდენტი სიტყვით 3 მილიონი ადამიანის წინაშე წარდგება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)