|
2017-01-10 11:42:16, 2782 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მთავარი მრჩეველის ადგილზე საკუთარი სიძის დანიშვნას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეტრი სახლის უფროს მრჩევლად თავისი სიძე, ჯარედ კუშნერი დაასახელა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 35 წლის კუშნერი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. მას თეთრ სახლში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჩართულობა დაევალება. ამასთან, მედიის ცნობით, კუშნერს სახელმწიფოს მართვის გამოცდილება არ აქვს. გარდა ამისა, ამერიკული მედია არაერთგვაროვან შეფასებებს აკეთებს. დემოკრატიული პარტიის წევრების თქმით, მსგავსმა დანიშნვამ შესაძლოა ინტერესტთა კონფლიქტი გამოიწვიოს და კანონს არ შეესაბამება. ცნობისთვის, "კუშნერმა გადაწყვიტა ხელფასი დათმოს და ადმინისტრაციაში იმსახუროს". ტელეკომპანია CNBC -ის ცნობით, ტრამპის ქალიშვილი, ივანკა, რომლის ქმარი კუშნერია, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში არ იმუშავებს და ფოკუსირებას ბიზნესზე მოახდენს. ასევე ის Trump Organization-ში საკუთარ თანამდებობასაც დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)