05:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 11:12:56, 1290 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელიას, აკაკი ბობოხიძესა და სერგო რატიანს შორის პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს - ნიკა მელიას, აკაკი  ბობოხიძესა და სერგო რატიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება დღეს „ნაციონალური მოძრაობის“  ფრაქციის ჩანიშნული სხდომის გადადებას მოჰყვა.

ნიკა მელია დაინტერესდა, თუ რატომ ატარებდნენ აღნიშნული პირები გიგა ბოკერიას ინტერესებს, რის საპასუხოდაც, მას აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, რომ ამ ლოგიკით ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ატარებდა.

მხარეებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი. მელიას ბობოხიძემ კი განუმარტა, რომ მას პარტიის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის.

მელიას განცხადებით, ის თავმჯდომარეობიდან გადადგომას არ აპირებს და ფრაქციას ისევე როგორც პარტიას, სერგო რატიანი და მისი თანამოაზრეები დატოვებენ.

ენმ-ის წევრების განცხადებით, პარტია ორად არის გაყოფილი და დღეს უკვე მოლაპარაკების არანაირი რესურსი აღარ არსებობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით,  როგორ მოხდება ფრაქციული გადანაწილება, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics