|
2017-01-08 11:28:16, 2760 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ინციდენტი აღმოსავლეთ ბაღდადში, ბაზრის ტერიტორიასთან ახლოს მოხდა. მედიის ცნობით, ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. შინაგან საქმეთა მინისტრ საად ბაანის განცხადებით, ბაზრის დაცვამ აფეთქებამდე საეჭვო ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნა. ავტომობილი ადგილიდან დაიჭრა, თუმცა თავდამსხველებმა ამავე დროს ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს და ბაზრის შესასვლელთან მდგომი ავტომობილი ააფეტქეს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას ჯერ არ აუღია. BBC-ის ინფორმაციით, ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარ ტერორისტულ აქტებს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ახორციელებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)