16:55 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 11:14:08, 557 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ელექტრონული ინვენტარიზაციის პროგრამა ამოქმედდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ინვენტარიზაციის ახალი ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა. 

როგორც „ექსორესნიუსს“ რეესტრიდან აცნობეს, პროგრამა თანამშრომლებსა და სამეურნეო სამსახურს შორის კომუნიკაციას სრულად ავტომატიზებულს ხდის.

„სააგენტოში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონულ სააღრცხვო ბარათზე არსებულ ინფორმაციას ნებისმიერ დროს ელექტრონულად გაეცნონ, ნახონ, რა სახის ინვენტარია მათზე განკუთვნილი, გადაამოწმონ და შეადარონ მიღებული და მოთხოვნილი ინვენტარის მახასიათებლების თანხვედრა, დაადასტურონ მოთხოვნილი ნივთის მიღება და გაეცნონ აღნიშნული ინვენტარის მფლობელთა ისტორიას.

ამას გარდა, პროგრამა სააგენტოს სამეურნეო სამსახურს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს ვისზე რა ინვენტარია გაცემული, შეიტყონ ვინ იყო ამა თუ იმ ნივთის მფლობელი,   ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურ ტელეფონზე შეტყობინების სახით მიიღონ ინფორმაცია ინვენტარის უკან დაბრუნების შესახებ და ასევე ელექტრონულად ჩამოწერონ აღნიშნული ნივთი.

ამ დრომდე ინვენტარის აღწერა სააგენტოში სხვადასხვა ფაილებით ხდებოდა, რაც რიგ შემთხვევებში სრულყოფილ და რეალურ სურათს არ იძლეოდა. ერთიანი ბაზის შექმნის და  პროცესის ავტომატიზების შედეგად მარტივდება სააგენტოში ამა თუ იმ ინვენტარის ადგილის და მფლობელის სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით მოძიება, ასევე ინფორმაციის მიღება,  თუ რა მდგომარეობაშია ესა თუ ის ინვენტარი,  ჩამოწერილია თუ ვინმეს მფლობელობაშია ის. ასევე შესაძლებელი ხდება გაცემული ინვენტარის შესახებ სტატისტიკური მონაცემების სხვადასხვა ჭრილში მარტივად მოძიებაც“, - ნათქვამია საჯარეო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics