|
2017-01-06 15:05:43, 2659 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი სირიაში შეიარაღებული ძალების რაოდენობას ამცირებს
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი, გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, კონფლიქტის ზონას პირველი რუსული ავიამზიდი "ადმირალი კუზნეცოვი" დატოვებს. ამასთან, პუტინი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას დათანხმდა. თავდაცვის სამინისტრო, კონფლიქტის ზონაში გასული წლის 29 დეკემბრიდან რუსეთის სამხედრო ძალების შემცირების ინიციატივით გამოვიდა. იმავე დღეს, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ასევე დამასკოსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დაწყებას ერთხმად მხარი დაუჭირა. ცნობისთვის, სამშვიდობო მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში ასტანაში დაიწყება, მაგრამ რამდენიმე ოპოზიციური დაჯგუფება უკვე დაიმუქრა, რომ თუ სირიის მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას კვლავ დაარღვევს, ზავი არ მიიღწევა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)