16:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-04 13:32:21, 1341 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე სოფელ ყინჩაურის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ყინჩაურის აქციის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე.

შეხვედრამ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში ჩაიარა. მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს ყინჩაურელების მხრიდან დასმული საკითხები. პირდაპირი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების შედეგად ყინჩაურის აქციების ორგანიზატორებმა საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტა გადაწყვიტეს. უახლოეს დღეებში მთავრობის მხრიდან „აჭარისწყალ ჯორჯიასთან" შუამდგომლობით დაიწყება იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც გეოლოგების მხრიდან ადგილზე მდგომარობის შესწავლის შედეგად დაიდო.

ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარის მთავრობა მაქსიმალურად მოახდენს საკითხის შესწავლას და იმოქმედებს როგორც მოსახლეობის, ისე ინვესტორების ინტერესების გათვალისწინებით.

 ზურაბ პატარაძე სოფელ ყინჩაურის წარმომადგენლებს შეხვდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics