|
2017-01-04 11:40:54, 2557 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 3 თვით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
თურქეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 3 თვით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პარლამენტის გადაწყვეტილება ძალაში 19 იანვარს შევა. თურქეთის ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქ სტამბოლში მდებარე ღამის კლუბზე თავდასხმა განხორციელდა. ცნობისთვის, თურქეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა უკვე მეორედ გაახანგრძლივა. პირველად შესაბამისი გადაწყვეტილება, პარლამენტო 2016 წლის ოქტომბერში მიიღო. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, მას შემდეგ დაწესდა, რაც თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა გასული წლის 15 ივნისს განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ ქალაქ სტამბოლში 31 დეკემბერს რამის კლუბზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 40 ადამიანი დაიღუპა. შეიარარებული მამაკაცი კლუბის სტუმრებს ცეცხლი გაუხსნა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)