|
2016-12-30 13:33:59, 1343 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოციალურად დაუცველ ოჯახს სახალწლო ნობათი და ფულადი თანხა გადასცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის გამგებელთან ნადიმ ვარშანიძესთან ერთად, დღეს, ხელვაჩაურის მინიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ შაინიძეების ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დედა-შვილის შადიე მოფინაძისა და ამირან შაინიძის ოჯახს, საახალწლო ნობათის სახით სურსათი და ტკბილეული გადასცეს. საახალწლოდ მოფინაძეების ოჯახმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი დახმარების სახით საჩუქრად 500 ლარიც მიიღო. წინასაახალწლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარება 5 სოციალურად დაუცველ ოჯახს გაუწია, რომელთაგან 3 ოჯახში შ.შ.მ პირები ცხოვრობენ. 2017 წლის 7 იანვარს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით შობა – ახალ წელს დახმარება ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულების მქონე სოციალურად დაუცველ 13 ოჯახს 300 ლარი ჩაერიცხებათ. აღნიშნულმა კატეგორიამ ანალოგიური დახმარება 2016 წელსაც მიიღო. მიმდინარე დღეებში მსგავსი საახალწლო აქციები ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)