|
2016-12-30 10:05:09, 2709 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, აშშ-დან 35 რუს დიპლომატს გააძევენ
თეთრმა სახლმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუს დიპლომატს აძევებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ახალი სანქციები წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებულ კიბერთავდასხმებს უკავშირდება, რომლებშიც აშშ-ი რუსეთს ადანაშაულებს. მედიის ცნობით, აშშ-ის ხელისუფლება მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ყველა დიპლომატიურ მისიას დაკეტავს, რომელიც, ვაშინგტონის აზრით, სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებულმა რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სანქციები ექვს პირსა და ხუთ უწყებას ეხება, მათ შორის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს. “შავ სიაში” მოხვედრილ პირთა შორისაა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი იგორ კორობოვი და მისი მოადგილეები ვლადიმერ ალექსეევი და სერგეი გიზუნოვი. აშშ-ის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დემოკრატიული პარტიის სერვერებზე განხროციელებული კიბერთავდასხმების უკან რუსეთი იდგა. აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰაკერულმა შეტევამ აშშ-ის შედეგებზე გავლენა მოახდინა, რამაც დონალდ ტრამპის გამარჯვებას შეუწყო ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)