03:58 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 17:36:23, 1165 ნახვა

პოლიტიკა
ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა ზურაბ ჭიაბერაშვილს გამოსვლა მაგიდაზე ხელების ბრახუნით შეაწყვეტინეს

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის სიტყვით გამოსვლა გააპროტესტეს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჭიაბერაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან ქრება. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები იძლეოდა  საშუალებას, საქართველოს საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე  უფრო აქტუალური ყოფილი.

ჭიაბერაშვილის გამოსვლას „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ადა მარშანიას რეპლიკა მოჰყვა. მან განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპატიჟა.

"თქვენ ხართ პროვოკატორები, თქვენ მოიპატიჟეთ აქ რუსეთი თქვენი პროვოკაციული პოლიტიკით", - მიმართა მარშანიამ ზურაბ ჭიაბერაშვილს.

ამის შემდეგ ემზარ კვიციანმა და ადა მარშანიამ ჭიაბერაშვილის გამოსვლა მაგიდაზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics