|
2016-12-29 11:36:50, 2800 ნახვა
მსოფლიო
CNN: ბარაკ ობამა აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს, - ამის შესახებ CNN იუწყება. CNN-ის ინფორმაციით, თეთრი სახლი მოსკოვისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია შესაბამის განცხადებას დღეს, 29 დეკემბერს გააკეთებს. მედიის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ იგეგმება უკვე არსებული სანქციების გაფართოვება და დიპლომატიური ზომების ამოქმედება, ასევე საიდუმლო ზომების მიღება. აშშ-ის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხროციელებული კიბერთავდასხმების უკან რუსეთი იდგა. აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰაკერულმა შეტევამ აშშ-ის შედეგებზე გავლენა მოახდინა, რამაც დონალდ ტრამპის გამარჯვებას შეუწყო ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)