|
2016-12-28 12:46:43, 2623 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ISIS-ის მხარდაჭერის შესახებ ერდოღანის ბრალდებებს სასაცილო უწოდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდორანის ბრალდებები საერთაშორისო კოალიციის მიერ “ისლამური სახელმწიფოს” მხარადჭერის შესახებ უარყო, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება იტყობინება, დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა თურქეთის პრეზიდენტის ბრალდებებს სასაცილო უწოდა. ტონერის თქმით, ამ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია. ამასთან, მანვე რუსეთის განცხადება აშშ-ის მიერ სირიელი ამბოხებულებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექების მიწოდების შესახებ უარყო. “ჩვენ არ ვაწვდით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს სირიულ ოპიზიციას, ჩვენ უკვე გვსმენია მსგავსი განცხადებები და ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ შეცვლილა - ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ მსგავსი ტიპის იარაღი შესაძლოა, სირიაში მოხვდეს”, - განაცხადა მარკ ტონერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)