11:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 12:56:49, 1049 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორე საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ და მას მკურნალობა საპატრიარქოში უტარდება.

ცნობისთვის, პატრიარქი 25 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარაში საზეიმო ლიტურგიას ვერ დაესწრო. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

მკურნალი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, პატრიარქს აქვს ინფექცია გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics