|
2016-12-24 12:03:41, 2971 ნახვა
მსოფლიო
ობამამ სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა - „სანამ რუსეთი ქვეყნების ოკუპაციას არ შეწყვეტს, თანამშრომლობა შეზღუდული იქნება“
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ აშშ-ის 2017 ფინანსური წლის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ კანონს ხელი მოაწერა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, მოცემული დოკუმენტი პირველ რიგში ითვალისწინებს, ხარჯებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პროგრამებზე და სამხედრო მშენებლობასთან დაკავშირებულ პროექტებზე, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პროექტებზე“. ამასთან, კანონის თანახმად, აშშ-სა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა შეზღუდულია. "ამერიკის და რუსეთის ორმხრივ თანამშრომლობაზე, აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტიდან არანაირი თანხმები არ დაიხარჯება, იქამდე სანამ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის და ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციას", - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის 2017 ფინანსური წლის სამხედრო ბიუჯეტში გაწერილია, რომ „საქართველო აშშ-ის მეგობარია და არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ერთგულება, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების განლაგებაში ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების ფარგლებში“. თეტრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობას არ აღიარებს“.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)