|
2016-12-23 17:15:17, 3255 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამოვრიცხავ
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში რუსეთი დამნაშავე არ არის, თუმცა ის ურთიერთობის ნორმალიზაციაზე ფიქრობს, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პუტინმა აღნიშნა, ის საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს. "რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, უმიზეზოდ არ დაწყებულა. კონფლიქტის შემდეგ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კონფლიქტი არ დაგვიწყია, ჩვენ არ დაგვიწყია საომარი მოქმედებები სამხრეთ ოსეთში, თუმცა საბოლოო ჯამში ურთიერთობების დარეგულირება უნდა მოხდეს. მე არ გამოვრიცხავ უვიზო რეჟიმის დაწესებას საქართველოს მოსახლეობისთვის. მგონია, რომ ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა სიგნალებს, სხვადასხვა ცალკეული სტრუქტურებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობის დარეგულირება სპეცსამსახურებთან და სხვა ცალკეულ ორგანოებთან, ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით", - განაცხადა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის დაწესებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ისევე როგორც უკრაინისთვის უვიზო მიმოშვლა ხელმისაწვდომი უნდა იყოს. "უვიზო მიმოსვლა უნდა დაწესდეს და ეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ისევე როგორც უკრაინის მოქალაქეებისთვის. თუმცა, ამით ჩვენ უსაფრთხოებას საფრთხე არ უნდა შეექმნას", - დასძინა პუტინმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)