|
2016-12-23 15:16:10, 2492 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლებლობას სწორ ნაბიჯად აფასებს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, პუტინი არასწორად მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ უკრაინის მოქალაქეებს ევროპაში მუშაობის უფლება არ ექნებათ. "რაც შეეხება უკრაინისთვის ევროპის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, მე სრულად ვუჭერ ამას მხარს. უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ სავიზო რეჟიმი ევროპაში ეს არის ცივი ომი ანაქრონიზმი და ის რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ. თუ უკრაინის მოქალაქეები მიიღებენ ევროპაში უვიზოდ ჩასვლის უფლებას, ეს იქნება სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი. თუმცა როგორც ვიცი, გათვალისწინებულია სავიზო რეჟიმის გაუქმება მუშაობის უფლების გარეშე. გაიზრდება თუ არა სამუშაო ძალის ნაკადი უკრაინიდან ევროპაში? რა თქმა უნდა, გაიზრდება. თუ არ მისცემენ მუშაობის უფლებას, უკრაინიდან ჩასული ხალხი დამცირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ისინი იძულებულები იქნებიან, არალეგალურად იმუშაონ. ამგვარად ისინი არ იქნებიან სოციალურად დაცულები და საერთოდ არ იქნებიან დაცულები. თუკი აძლევ უვიზო მიმოსვლის უფლებას, უნდა მისცე მუშაობის უფლებაც", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)