|
2016-12-23 13:00:10, 2887 ნახვა
მსოფლიო
ISIS-მ თურქი სამხედროების ცოცხლად დაწვის კადრები გაავრცელა
ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" ინტერნეტში გაავრცელა ორი თურქი სამხედროს ცოცხლად დაწვის ვიდეოკადრები, - ამის შესახებ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, ჩანაწერში ისლამისტები აცხადებენ, რომ ეს ტყვედ ჩავარდნილი თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან. ჯიჰადისტების თქმით, 19-წუთიანი ვიდეორგოლი სირიაში, ალეპოს პროვინციაშია გადაღებული. ჩანაწერში ისმის თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მისამართით შეუარაცხმყოფელი განცხადებები, რის შემდეგაც ისლამისტები სამხედროებს ცეცხლს უკიდებენ. ამასთან, ვიდეოს გავრცელების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ სოციალური ქსელები დაბლოკა. თურქეთის მთავრობას ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ არმიის წარმომადგენლებმა 2 სამხედროსთან კავშირის დაკარგვა დაადასტურეს. შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ ინტერნეტში ანალოგიური ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორც წვავენ ცოცხლად "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იორდანელ მფრინავს.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)