|
2016-12-23 12:37:23, 2546 ნახვა
მსოფლიო
სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოზე სრული კონტროლის აღდგენის შესახებ განაცხადეს
სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოზე სრული კონტროლის აღდგენის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს, - ამის შესახებ BBC სირიის არმიის მეთაურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ალეპოს აღმოსავლეთი ნაწილი ყველა ამბოხებულმა და მშვიდობიანმა მცხოვრებმა დატოვა. "სირიის არმიის მეთაურობა აცხადებს ალეპოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენის შესახებ", - ნათქვამია სირიის არმიის მეთაურობის განცხადებაში. აღმოსავლეთ ალეპოდან ამბოხებულებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 15 დეკემებრს დაიწყო. ბოლო 1 კვირის მონაცემებით, ალეპოდან 34 ათასი მშვიდობიანი მოსახლეა ევაკუირებულია. ევაკუაციასთან დაკავშირებით შეთანხმებას მხარეებმა რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით მიაღწიეს. ევაკუაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა, რადგან კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში პერმანენტულად ადანაშაულებდნენ. შეგახსენებთ, რომ სირიის სიდიდით მეორე ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს 4 წლის განმავლობაში ამბოხებულები აკონტროლებდნენ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)