|
2016-12-21 17:05:12, 2433 ნახვა
მსოფლიო
ანკარაში მოკლულ ელჩს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა
თურქეთში მოკლულ რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა, - ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის თანამდებობაზე გამოჩენილი სიმტკიცე და მამაცობისთვის და რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კურსის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ანდრეი კარლოვს გმირის წოდება მიენიჭება". შესაბამის განკარგულებას, ხელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნისას ყოფილმა პოლიციელმა, 22 წლის ახალგაზრდამ მევლუთ მერტ ალტინტასმა რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი რამდენიმე გასროლით მოკლა. ვიდეოჩანაწერში ისმის, როგორ ყვიროდა თავდამსხმელი "ალაჰუ აკბარ! არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავიწყდეთ სირია!"
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)