|
2016-12-21 14:49:03, 1997 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: სპეცსამსახურების დასუსტება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ნამდვილად არ წაადგება
„მსურს გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციის საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც დღეს განიხილება და მოითხოვენ კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის მთელი რიგი მუხლების გაუქმებას“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. თალაკვაძემ თხოვნით მიმართა ყველა დაინტერესებულ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ. „ვფიქრობ, რეგიონში და მსოფლიოში, ტერორიზმის რისკები გაზრდილია და ბოლო დღეებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი თავდასხმების და ტერორისტული აქტების მომსწრენი ვართ. ვფიქრობ ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება და მათი საქმიანობის კიდევ უფრო შეზღუდვა საქართველოს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ჩვენი მოქალაქეეების და ევროპის უსაფრთხოებას ნამდვილად არ წაადგება. ამიტომ მინდა ვთხოვო ყველა დაინტერესებულ მხარეს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს და ერთი ხელის მოსმით ნუ დავუპირიპირდებით ისეთ რეგულაციებს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ოჯახები უნდა დაიცვას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)