|
2016-12-21 14:29:26, 1773 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წერეთელი: მთავრობამ კი გვირჩია, ლარის კურსს ყურადღება არ მივაქციოთ, მაგრამ თავად კურსი გვაქცევს ყურადღებას
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი ლარის კურსის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავარი თრემა, რომელზეც ხშირი დისკუსიებია საჭირო, სწორედ ლარის კურსია. წერეთელი მიიჩნევს, რომ მთავრობამ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. ასევე, გიგი წერეთე ითხოვს, მთავრობა საპარლამენტო უმცირესობას შეხვდეს, რათა აღნიშნული საკითხი უფრო პროფესიონალურად გაიარონ. „დღეს ყველასთვის ყველგან სალაპარაკო ვფიქრობ, არის ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენს ეკონომიკაშია შექმნილი. მართალია, მთავრობამ გვირჩია, მაინცდამაინც ლარის კურსს არ მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ ლარის კურსი გვაქცევს თავად ძალიან სერიოზულ ყურადღებას და ძალიან მძიმედ აისახება ყველა ადამიანზე, ვისაც ყოველდღიურად უწევს ხარჯებთან გამკლავება. ყველა ჩვენთაგანი დავემსგავსეთ საფონდო ბირჟის ბროკერებს. მუდმივად შევცქერით ტაბლოებს, ტელეფონებს, ტელევიზორის ეკრანს, თუ როგორია კურსი, დღეს რა ხდება და როგორაა საქმე. ვფიქრობ, ჩვენ მუდმივი დისკუსია უნდა გვქონდეს ამ საკითხზე. არაა საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ პანიკა უნდა დათესოს, მაგრამ პოლიტიკური დისკუსია აუცილებელია“,-აღნიშნა გიგი წერეთელმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)