|
2016-12-20 17:57:42, 2554 ნახვა
მსოფლიო
Die Welt: ბერლინში ტერაქტის შემსრულებელი თავისუფალია - პოლიციამ სხვა პირი დააკავა
ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემსრულებელი თავისუფალია, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt-ი იუწყება. Die Welt-ის ინფორმაციით, პოლიციამ შეცდომით სხვა ადამიანი დააკავა. დაკავებული პაკისტანელი ლტოლვილი სატვირთო მანქანის მძღოლი არ არის. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მაზიერის განაცხადებით, 19 დეკემბერს დაკავებული მამაკაცი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს. ბერლინის პოლიციის უფროსი კლაუს კანდტი ასევე დარწმუნებული არ არის, რომ დაკავებულს კავშირი აქვს თავდასხმასთან. “არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ეს ადამიანი მართავდა სატვირთო მანქანას”, - განაცხადა ბერლინის პოლიციის უფროსმა. ამასთან, პოლიციამ დაადასტურა, რომ მგზავრი, რომელიც სატვირთო მანქანაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს, პოლონეთის მოქალაქეა. პოლონურ კომპანიაში, რომელსაც მანქანა ეკუთვნოდა, განაცხადეს, რომ მძღოლთან კავშირი ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დაკარგეს. როგორც გამოცემა იტყობინება, თავდამსხმელი შეიარაღებული და საშიშია. შეგახსენებთ, რომ გერმანიის დედაქალ ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 48 კი მძიმედ დაშავდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)