|
2016-12-20 15:03:22, 2518 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელმა ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ტრაგედიას ტერაქტი უწოდა
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტი ტერაქტი იყო, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. როგორც მერკელმა აღნიშნა, გერმანიას შიშში ცხოვრება არ სურს. “ჩვენ ვიპოვით ჩვენს თავში ძალას გავაგრძელოთ ცხოვრება გერმანიაში როგორც ჩვენ გვინდა - ერთად თავისუფლებაში. ჩვენ არ გვსურს შიშით ცხოვრება”, -აღნიშნა კანცლერმა. მისი თქმით, მომხდარი თავდასხმა განსაკუთრებით ამაზრზენი იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ მისი ჩამდენები გერმანიაში ლტოლვილებად ჩამოვიდნენ. მერკელის ინფორმაციით, ის ტრაგედიის ადგილს დღეს მოგვიანებით მოინახულებს. ამასთან, გერმანიის პოლიციამ საშობაო ბაზრობაზე მომხდარ შემთხვევას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. შეგახსენებთ, რომ გერმანიის დედაქალ ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 48 კი მძიმედ დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)