21:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 12:53:50, 2400 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს პარლამენტში იბარებს

„ერთაიანი ნაციონალურის მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე  ეკონომიკური გუნდის მინისტრებს დიმიტრი ქუმსიშვილსა და გიორგი გახარიას 28 დეკემბერს დაგეგმილ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდებს.

ბაქრაძე მათ მიმართავს, წარმოადგინონ სამოქმედო გეგმა, რომელიც ლარს კიდევ უფრო გაუფასურებისგან დაიცავს.

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ, დაესწროთ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას, რომელზეც განხილულ იქნება საკითხი ქვეყანაში მიმდინარე მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან - ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, სხდომაზე მოგვაწოდოთ ინფორმაცია ლარის შემდგომი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების სამოქმედო გეგმის თაობაზე და ინფორმაცია ლარის გაუფასურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასაცავად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics