|
2016-12-20 11:36:50, 2527 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
მამუკა ხაზარაძე: ჩვენ უნდა დავიწყოთ აზროვნება ლარში
„თიბისი ბანკის” დამფუძნებლის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბანკი მზად არის ლარიზაციის პროცესისთვის და მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან ამ კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლარიზაციის პროცესი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ეროვნული ვალუტის განვითარებისთვის ძალიან კარგია. „ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია ეკონომიკისთვის და ლარის განვითარებისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ აზროვნება ლარში. ეს რა თქმა უნდა, ძალიან კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვს. მათ აღარ ექნებათ საფიქრალი, რომ დოლარის კურსის გამო გადასახადი გაეზრდებათ. ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება“, -განაცხადა ხაზარაძემ. ამასთან, „თიბის ბანკის“ დამფუძნებელმა მთავრობის დედოლარიზაციის ინიციატივა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)