|
2016-12-19 23:31:54, 2482 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ელჩის მკვლელობის მიუხედავად, რუსეთში თურქეთის საგარეო მინისტრის ვიზიტი არ გადაიდება
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის მიუხედავად, რუსეთში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არ გადაიდება, - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. ამასთან, მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. როგორც საგარეო უწყება განცხადებაში აღნიშნავს, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა რუსულ-თურქულ ურთიერთობებს ჩრდილს ვერ მიაყენებს. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ტერორისტულ თავდასხმას. ტერორისტი ლიკვიდირებულია. ჩატარდება ძირფესვიანი გამოძიება. ელჩი კარლოვი იყო ბრწყინვალე დიპლომატი და ადამიანი. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ მკვლელობამ ჩრდილი მიაყენოს ორი ქვეყნის ურთიერთობას“,-აცხადებენ თურქეთის საგარეო უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)