|
2016-12-19 12:39:38, 2668 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს
ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი მოშე კაცავი, რომელიც სასჯელს გაუპატიურებისთვის იხდის, ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ისრაელის შეწყალების კომისიამ 71 წლის პოლიტიკოსის თხოვნა ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა. მოშე კაცავი საპატიმროს მიმდინარე კვირას დატოვებს. მედიის ინფორმაციით, ყოფილმა პრეზიდენტმა შვიდწლიანი სასჯელიდან 5 მოიხადა. ცნობისთვის, მოშე კაცავმა ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნით კომისიას მესამედ მიმართა. წინა ორი მცდელობა წარუმატებელი იყო. შეგახსენებთ, რომ მოშე კაცავს თელ-ავივის საოლქო სასამრთლომ შვიდი წლით თავისუფლებლის აღკვეთა 2011 წელს მიუსაჯა. ის თავისი ხელქვეითის გაუპატიურების ორ შემთხვევაში, სექსუალურ შევიწროვებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობაში ცნეს დამნაშავედ. პოლიტიკოსი დანაშაულს უარყოფდა. მოშე კაცავი პრეზიდენტის თანამდებობას 2000-2007 წლებში იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)