11:33 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 12:26:00, 1616 ნახვა

კომენტარი
"თუ გადახედავთ ჩემს "ბეგრაუნდს" ვერავინ მეტყვის, რომ ოდესმე რომელიმე თანამშრომელს სუბიექტურად გადავეფარე"

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თუ ადამიანი, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და მოუწოდებდეს წესრიგისკენ სხვებს, არღვევს კანონს, კანონი უმკაცრესად დასჯის მას, - ამის შესახებ საქართველოს გიორგი მღებრიშვილმა „იბერიის“ ჟურნალისტ გიორგი გასვიანის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც პოლიციის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს.

მღებრიშვილის თქმით, თუ დადასტურდა ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, პოლიციელი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გათავისუფლდება და მის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული. 

”როდესაც ის ადამიანი არღვევს კანონს, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და სხვებს უნდა მოუწოდებდეს წესრიგისკენ, ამ შემთხვევაში მას კანონი უმკაცრესად დასჯის. მე მას არავითარ შემთხვევაში არ გადავეფარები. თუ თქვენ გადახედავთ ჩემს ე.წ. ბეგრაუნდს, ვერავინ მეტყვის, რომ მე ოდესმე ჩემს რომელიმე თანამშრომელს სუბიექტურად გადავეფარე და ხელი შევუწყვე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვაში”, - განაცხადა მღებრიშვილმა. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე მოკვლევა დაიწყო სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ.

ცნობისთვის, ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გასვიანი ბორჯომის პოლიციაში დაკითხეს. მას საავადმყოფოში პირველადი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა.

ბორჯომში მომხადარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics