12:44 - 20 Aug, 2026
|
2016-12-19 11:51:59, 2702 ნახვა
მსოფლიო
იემენში სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო
იემენის ქალაქ ადენში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქ ადენში, სამხედრო ბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შედეგადაც 30 სამხედრო დაიღუპა. მედიის ცნობით, ჯარისკაცები ხელფასის ასაღებად რიგში იდგნენ, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა “შაჰიდის ქამარი” აამოქმედა. აღნიშნული სამხედრო ბაზა ისლამისტების სამიზნე ერთხელ უკვე გახდა. ანალოგიური თავდასხმა ერთი კვირის წინაც მოხდა. მაშინ თავდასხმას 50 ჯარისკაცი ემსხვერპლა. მომხდარზე კი პასუხისმგებლობა კვლავ დაჯგუფება ე.წ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)