|
2016-12-17 18:26:11, 2625 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 7 პირი დააკავეს
თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, დღეს სამხედროების ავტობუსების აფეთქებასთან დაკავშირებით, 7 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქ კეისერში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, დღევანდელი ტერაქტი შინაარსობრივად 1 კვირის წინ განხორციელებულ თავდასხმებს გავს, როდესაც 44 ადამიანი, მათ შორის 37 სამართალდამცველი გარდაიცვალა. მისივე თქმით, 10 დეკემბრის ტერაქტი პოლიციელების წინააღმდეგ იყო მიმართული, დღევანდელი კი სამხედროების. ცნობისთვის, 10 დეკემბრის ტერაქტზე პასუხისმგებლობა "კურდისტანის მუშათა პარტიის' ფილიალმა "კურდისტანის თავისუფლების ქორებმა" აიღეს. შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ კეისერში სამხედროების ავტობუსის აფეთქების შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა, 55 კი დაშავდა. პასუხისმგებლობა აფეთქება ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)