07:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 18:35:56, 981 ნახვა

საზოგადოება
„სითი პარკის“ საკითხზე საკრებულოში, შესაძლოა, ღია მსჯელობა გაიმართოს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ამ ეტაპისთვის 2017 წლის ბიუჯეტში „სითი პარკთან“  ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მათთვის გადასახდელი 25 მილიონი ლარის მოძიების შესაძლებლობა არ აქვთ.

როგორც ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, „სითი პარკთან“  დაკავშირებით საკრებულოში შესაძლოა, ღია მსჯელობა გაიმართოს.

 „ვინაიდან ჩვენ ვერ გავწყვიტეთ ხელშეკრულება „სითი პარკთან“, საკითხი ღიად სამსჯელოდ გადმოვიტანეთ თბილისის საკრებულოში.  ღია მსჯელობა შესაძლოა გაიმართოს აქ. რას ნიშნავს ღია მსჯელობა? შეგვიძლია დავიბაროთ სითი პარკის წარმომადგენლები, არა მხოლოდ ადგილობრივი დირექტორები, არამედ მოიწვიეთ და ჩამოიყვანეთ დამფუძნებლები, ნუ მოერიდებით, ისევე როგორც ჩვენ არ ვერიდებით მათთან არც ერთი შეხვედრის დროს ძალიან მწვავე საკითხების წამოჭრას. თუმცა, ხაზს ვუსვამ იმას, რომ „სითი პარკთან“  ძალიან დანაშაულებრივი ხელშეკრულებაა გაფორმებული და ამ დანაშაულებრივი ხელშეკრულებების მთავარი ხელმომწერი არის საკრებულოს სხდომაზე ბატონი ახვლედიანი. ასე რომ მასაც შეგიძლიათ მოჰკითხოთ ეს საკითხი. ჩვენ არ გვქონდა ამ ეტაპისთვის 25 მილიონი ლარის მოძიების შესაძლებლობა ბიუჯეტში, ამიტომ არ არის ასახული ბიუჯეტის პროექტში 25 მილიონი ლარი, რაც „სითი პარკთან“  ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში გვექნებოდა მათთვის გადასახდელი“,-განაცხადა ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics