08:14 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 16:54:56, 1564 ნახვა

კომენტარი
სკოტი: სირიაში ჰუმანიტარული ოპერაციის მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან უკიდურესად მნიშვნელოვანია

საქართველოში გაერო-ს მუდმივი ელჩის ნილ სკოტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნებისმიერი ჰუმანიტარული სახის მხარდაჭერა სირიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. 

სკოტის თქმით, საქართველო არის გაერო-ს საკმაოდ აქტიური წევრი და გენერალურ ასამბლეაში ძალიან ეფექტურად მუშაობს.

„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ სირიაში ირღვევა ჰუმანიტარული პრინციპები. ეს არის ტრაგედია, როდესაც 2016 წელს ჩვენ ვხვდებით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აბსოლუტურად საშინელ დარღვევას. ამ მხრივ საქართველო შესაძლოა, ჩაერთოს მრავალ დონეზე. საქართველო არის გაერო-ს საკმაოდ აქტიური წევრი ძალიან ეფექტურად მუშაობს გენერალურ ასამბლეაში. საქართველო არის ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს შეუძლია, ისაუბროს ძალიან მკაფიოდ სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე. მეორე მხრივ, სირიაში მიმდინარეობს ჰუმანიტარული ოპერაცია, რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. საქართველოს მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მისი ნებისმიერი სახის მხარდაჭერა უკიდურესად მნიშვნელოვანი, ღირებული და დროული იქნება”, - განაცხადა ნილ სკოტმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics