|
2016-12-16 14:47:54, 2266 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი გვენეტაძეს: აგვიხსენით, როგორ დაასტაბილურებთ ლარს, ან გეყოთ ვაჟკაცობა და თქვით, რომ დოლარი 3 ლარი გახდება
მე ყურადღებით ვუსმენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის გამოსვლებს და ვხედავ რომ სხვა პლანეტაზე იმყოფებით, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ირმა ინაშვილმან ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, სებ-ის პრეზიდენტი ლარის კურსის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ საკითხებს არ სვამს. „თქვენ გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ბატონო ეროვნული ბანკის პრეზიდენტო. დღეს თქვენ ვერ გვიყვებით და ვერ უხსნით მოქალაქეებს რაშია გამოსავალი. საუბრობთ ფინანსურ სტაბილიზაციაზე, მაგრამ თეორეტიკოსის პოზიციიდან და ჩვენ თეორიები დღეს ვერ გვშველის, თქვენ რომ ფინანსურ სტაბილურობაზე საუბრობთ, ქვეყანა გაქვთ დღეს თავზე დანგრეული", - მიმართა ინაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტია. „მე ვითხოვ თქვენგან, არ მინდა მაღალფარდოვანი სიტყვები და ბრახაბრუხი ციფრების. მოკლედ აგვიხსენით, რაშია გამოსავალი და როგორ დაასტაბილურებთ ლარს მოკლე ხანში, ან ღიად უთხარით საქართველოს მოსახლეობას, რომ 3 ლარამდე აიწევს კურსი და გეყოთ ამის ვაჟკაცობა, ან გადადექით და წადით", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)