05:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 13:36:57, 893 ნახვა

საზოგადოება
ქვეყნის მასშტაბით სამთო-საფეხმავლო მარშრუტების ქსელი შეიქმნება

პირველად საქართველოში, 2016 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ედმინისტრაციის ინიციატივით სამთო-საფეხმავლო მარშრუტების ქსელის მონიშვნის ქართული სტანდარტი შემუშავდა. ამიერიდან ქვეყანაში სამთო სათხილამურო მარშრუტის გეგმარება და მარკირება სტანდარტით განსაზღვრული წესების მიხედვით მოხდება, რომელიც ეროვნულ რეგლამენტად საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა.

სამუშაო ჯგუფმა სალაშქრო ტურიზმის სფეროში მოწინავე ქვეყნების( შვეიცარია,საფრანგეთი,პოლონეთი) გამოცდილებაზე დაყრდნობით საქართველოზე მორგებული სამთო-საფეხმავლო მარშრუტების მონიშვნის წესი შეიმუშავა. აღნიშნული სტანდარტის მიხედვით, უკვე მარკირებულია ზემო სვანეთში არსებული და სამეგრელოსთან დამაკავშრებელი ბილიკები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს პრეზენტაცია გამართა.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ამიერიდან ქვეყანაში ყველა სამთო საფეხმავლო მარშრუტის გეგმარება და მარკირება სტანდარტით განსაზღვრული წესების მიხედვით მოხდება, რომელიც ეროვნულ რეგლამენტად საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა.

ჩოგოვაძის განმარტებით, პროექტზე მუშაობდნენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურის, ასევე კერძო ტურისტული სექტორის წარმომადგენლები.

"ეს პროექტი დამზადდა საერთაშორისო გამოცდილების გაანალიზების შედეგად. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 6 რეგიონის შესწავლა დასრულებული აქვს და დაწყებულია იმპლემენტაცია იმ ინფრასტრუქტურის, რომელიც გათვალისწინებულია. 2017 წელს კიდევ 2 რეგიონის შესწავლა დაემატება და უახლოესი წლების განმავლობაში საქართველო მთლიანად მარკირებული იქნება ამ თანამედროვე სტანდარტის მიხედვით”, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

ამ ეტაპისთვის მზად არის 156 მარშრუტის პროექტი, რომელიც 6 რეგიონს მოიცავს. 2017 წელს 2 რეგიონი დაემატება. 4 წლის შემდეგ კი 8 რეგიონის მარშრუტები სრულად იქნება მარკირებული.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics