|
2016-12-15 14:21:45, 1478 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: იუსტიციის სამინისტროში ხელფასების შემცირება არ ხდება, თუმცა ძალიან ბევრი ვაკანსია უქმდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ოპტიმიზაციის ფარგლებში, მის უწყებაში ძალიან ბევრი ვაკანსია უქმდება. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუმარტა, ვაკანსიები უქმდება მხოლოდ იქ, სადაც ეს გამართლებულია. ამასთან, წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტროში თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირება არ ხდება: „სადაც 10%-ზე მეტის შემცირების საშუალება იყოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, ეს უკვე გაკეთებულია.13-14%-ით, სადაც იყო ამის საშუალება იუსტიციის სამინსიტროს რიგ სსიპებში ეს უკვე მოხდა.10% იყო მინიმუმი, რომელზეც პრემიერის ხელმძღვანელობით მინისტრები შეთანხმდნენ. მინიმუმს ზევით ვინც შევძელით, ეს უკვე არის გაკეთებული.ორი რამ იყოს-შრომის ანაზღაურების ნაწილი და საქონელი და მომსახურება. იუსტიციის სამინისტროში და მემგონი არც სხვაგან, ხელფასების შემცირება არ ხდება, ვაკანსიები უქმდება ძალიან ბევრი, მაგრამ იქ, სადაც ეს გამართლებულია, იქ, სადაც ეს გამართლებული არ არის, ბევრჯერ მოვიყვანე ეს მაგალითი, იმ დეპარტამენტში, რომელიც საქართველოს სახელწმიფო ინტერესებს იცავს ჰააგის გამოძიების პროცესში, ვაკანსიები შენარჩუნდა და ის არაფრის ფასად არ გაუქმდება. არ გაუქმებულა ვაკანსიები ამ კონკრეტულ მაგალითზე. შევინარჩუნეთ თავისუფალი ადგილები, რადგან შესაძლოა, საახელმწიფო ინტერესს ვაკანსიის შევსება დასჭირდეს. იქ, სადაც იყო შესაძლებლობა, ასეთი ვაკანსიები გაუქმდა. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს გენისპექციას ჰქონდა რამდენიმე ვაკანტური პოზიცია გამომძიებლების და რამდენიმე მათგანი გაუქმდა, რადგან არ ვვარაუდობ, რომ ეს ჩვენ შეიძლება გაისად დაგვჭირდეს“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)