|
2016-12-15 10:50:15, 2199 ნახვა
ეკონომიკა
ფრანსუა პეჰშო: სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ნებისმიერ ღონისძიებას, რაც წაახალისებს კერძო ინვესტიციებს
მთავრობას სჯერა, რომ მოგების გადასახადის დაბეგვრის მოდელის ცვლილება წაახალისებს კერძო ინვესტიციებს და მხარს დაუჭერს ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეჰშომ გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუს დროს. მისი თქმით, სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ნებისმიერ ღონისძიებას, რაც წაახალისებს კერძო ინვესტიციებს. „თუმცა ჩვენს შეშფოთებას, ძირითადად, განაპირობებდა ამ რეფორმის შედეგად ბიუჯეტში შემოსავლების კლება, რაც, დაახლოებით, 500 მილიონი ლარის ფარგლებში იყო მოსალოდნელი. ჩვენ მთავრობას ვურჩიეთ, კერძო ინვესტიციები წაეხალისებინა ბიზნეს კლიმატის და საკუთრების უფლების დაცვით, რასაც ხელს შეუწყობდა მიწის რეგისტრაციის რეფორმა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და განათლების, კერძოდ კი პროფესიული განათლების ხელშეწყობა", - აღნიშნა ფრანსუა პეჰშომ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)