|
2016-12-15 10:04:33, 1113 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ხარჯების 30%-ით შემცირება უპასუხისმგებლობაა, რაზეც არ წავალთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხარჯების 30% შემცირება უპასუხისმგებლო მიდგომაა, რასაც არ გააკეთებე. მისივე თქმით, სახელმწიფო ამცირებს ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც ეს ჯანსაღი განვითარების დინამიკას შეანარჩუნებინებს: „საქართველო იწყებს ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების პროცესს. ეს პროცესი მარტივიც არ იქნება, მაგრამ იქნება გზა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას გააჯანსაღებს, საქართველოს ჩაანეყებს განვითარებული აღმოსავლეთ-ევროპული ქვეყნების რიგში და საქარტველოს მოსახლეობას აღარ ექნება პრობლემები, რაზეც დღეს ვსაუბრობთ. ყველა ნაბიჯი, რმოელსაც ვდგამთ, აქეთკენაა მიმართული. ჩვენ გვაქვს ამ პროცესზე სრული პასუხისმგებლობა და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ცვენს ყველა თანამოქალაქეს, რომ ამ პროცესს შეხედოს ჯანსაღი თვალით. იცოდეს, რომ სახელმწიფოს დგამს იმ ნაბიჯებს და ჩვენ ვაკეთებთ 10%-იან ოპტიმიზაციას. რა თქმა უნდა, ის, რაც გვესმის, რომ 30%-ით შეამცირეთ ხარჯებიო, მათემატიკურად ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა, რომელზეც არავითარ შემთხვევაში არ წავალთ! ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც ეს შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას და ასევე ვაკეთებთ საგადასახადო ლიბერალიზაციას იმ მიმართულებით, რომელიც ყველაზე მეტად აისახება ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე პოზიტიურად. ვაკეთებთ გადასახადების ზრდას იმ მიმართულებებზე, რომელსაც ყველაზე ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე. თითოეული ჩამონათვალიდან თითოეუული ნაბიჯი აქეთკენაა მიმართული, რომ მოხდეს ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღება. ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაჯანსაღდეს, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოური ვალუტის რყევებზე და ცვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუყდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ და მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებას და ინფლაციას. ეს არის ყველაფერი ის, რა პროცესშიც ვიმყოფებით. ის არ იქნება მარტივი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს პროცესი არის ერთადერთი სწორი ამონახსნი იმ ამოცანისმ, რომელიც ჩვენს წინაშე დგას”,-აღნისნა გიორგი კვირიკაშვილმა.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)