04:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 09:33:26, 866 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საპატრულო პოლიციას სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისათვის ახალი ტექნიკა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.

„Foster & Freeman“–ის ფირმის დანადგარები ქვეყნის 10 სასაზღვრო გამტარ პუნქტზე არსებულ ლაბორატორიებში განთავსდება. მათი საშუალებით სამგზავრო დოკუმენტების მეორადი, სიღრმისეული შესწავლა განხორციელდება.

აღნიშნული ტექნიკის გამოყენების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ორდღიანი სწავლება ჩაუტარდათ, რომელსაც ბრიტანელი ექსპერტი, კომპანია „Foster & Freeman“-ის წარმომადგენელი უძღვებოდა. ტრენინგზე საპატრულო პოლიციის მესაზღვრე-კონტროლიორები დანადგარის მოხმარების ინსტრუქციას დეტალურად გაეცნენ და აღნიშნული აღჭურვილობით სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების პროცედურას დაეუფლნენ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) პროექტს - „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის სფეროში“ 2013 წლიდან ახორციელებს. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics