04:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 22:32:07, 1088 ნახვა

საზოგადოება
#რუსეთიყველგანოკუპანტია - ხვალ მოქალაქეები რუსეთის საელჩოსთან ალეპოში მიმდინარე გენოციდს გააპროტესტებენ

#რუსეთიყველგანოკუპანტია #stopsyriangenocide - ამ მოწოდებებით ხვალ, საღამოს 7 საათზე, რუსეთის საელჩოსთან მოქალაქეები გააპროტესტებენ ალეპოში მიმდინარე გენოციდს და ყველა იმ დანაშაულს, რომელიც პუტინ-ასადის ალიანსის მიერ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში განხორციელებულა. 

ცნობისთვის, 12 დეკემბერს, სირიის სამთავრობო ჯარებისა და მისი მოკავშირეების (რუსეთი, ირანი) მიერ მოხდა ისტორიული ქალაქის ალეპოს დაკავება. იმავე დღეს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოსახლეობის მიმართვები, სადაც ისინი საუბრობენ სირიის სამთავრობო ჯარის მიერ რიგითი ადამიანების მასობრივ განადგურებაზე.

აქციის ორგანიზატორების თქმით, 2011 წელს დაწყებული სირიის კონფლიქტის დასრულება მრავალჯერ იყო შესაძლებელი, თუმცა ამას ხელს უშლის რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშასრ ალ-ასადის ერთგული მოკავშირეა და უზრუნველყოფს მის სამხედრო კამპანიას, რომელიც მიმართულია, ძირითადად, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების განადგურებაზე. ასადის მიერ არა ერთხელ მოხდა აკრძალული იარაღის გამოყენება, მათ შორის, ქიმიური და კასეტური იარაღის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics