16:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 21:34:00, 1089 ნახვა

პოლიტიკა
საბანაძე: შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმება მიღწეულია

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმება მიღწეულია, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც მან აღნიშნა, შეთანხმების ტექსტში ცვლილებებიც შევიდა, რომლის მიხედვითაც ვიზალიბერალიზაცია ძალაში, ე.წ. შეჩერების მექანიზმთან ერთად უნდა შევიდეს.

„საბჭოს ტექსტი მიიღო პარლამენტმა. ძალიან მიხარია, რომ ერთი შეხვედრით დასრულდა და შეთანხმება უკვე გვაქვს. ახლა ბევრი პროცედურაა გასავლელი. ამის შემდეგ კენჭისყრა იქნება ლიბეს კომიტეტში და მერე გადავა პლენარულ სხდომაზე", - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

საბანაძემ აქვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ვიზალიბერალიზაციის მიღების ზუსტი დრო არ არის ცნობილი, თუცა, ამ შეხვედრის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმება მიღწეულია

"განრიგი ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი თანდათან დგება. ამ შეხვედრის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმება მიღწეულია", - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

ცნობისთვის, დღევანდელ შეხვედრაზე, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.

ინფორმაციითვის, როგორც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, 20 დეკემბერს აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) განიხილავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics