01:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-10 12:07:17, 1436 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სამშობიარო კლინიკებს დონეები მიენიჭა

თბილისში, სამშობიარო კლინიკების დონეების მინიჭების პროცესი დასრულდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, 21 სამშობიარო კლინიკა შეფასდა. პერინატალური რეგიონალიზაციის საკოორდინაციო საბჭოს მიერდონე  16 სამშობიარო კლინიკას განესაზღვრა. დაწესებულებების ხელმძღვანელებს დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ კლინიკების ხელმძღვანელებისთვის სიტყვით მიმართვისას რეგიონალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ღონისძიების ფარგლებში, პერინატალური რეგიონალიზაციის პროცესის მიმდინარეობის ანგარიში, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესების მიზნით შექმნილი დაბადების რეგისტრიდა პილოტურ რეგიონში დედათა სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მდგომ სამედიცინო შემთხვევათა განხილვის შედეგები წარმოადგინეს.

პერინატალური რეგიონალიზაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტია და სამშობიარო კლინიკების შეფასებას გულისხმობს. დონის განსაზღვრის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულება პაციენტს კომპეტენციის შესაბამის სერვისს მიაწვდის. სისტემა ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის სერვისების მიწოდებას მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოფს.

სამშობიარო კლინიკების დონეების განსაზღვრის მიზნით, სამინისტრომ მონიტორინგის მექანიზმი და ინდიკატორები შეიმუშავა. თითოეული გარდაცვალების და სიკვდილსიცოცხლის მიჯნაზე მყოფი შემთხვევა პაციენტის ექიმთან შეხების წუთიდან შეისწავლება. პაციენტი შესაბამის ადგილას, შესაბამის დროს, კვალიფიციურ დახმარებას მიიღებს, რაც დედათა და ბავშვთა სიკვდილობას შეამცირებს.

რეგიონალიზაციის პროცესი წელიწადზე მეტია დაიწყო. საკოორდინაციო საბჭომ თბილისში 16 კლინიკა შეაფასა. დონეების განსაზღვრა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და პროცესი 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.

პერინატალური რეგიონალიზაცია როგორც სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო სტანდარტი, უკვე მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics