2016-12-09 18:30:03, 1638 ნახვა
საზოგადოება
გიორგაძე: შტატების გაუქმება იქნება როგორც უმაღლესი თანამდებობის პირების, ისე თანამშროლების დონეზე
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ოპტიმიზაციის ფარგლებში, მის უწყებაში თანამშრომლების გარკვეული რაოდენობის შემცირება მოხდება.
„ამ ოპტიმიზაციის დროს თვითმიზანი გარკვეული საშტატო ერთეულების გაუქმება არ არის. 2 წელიწად ნახევარი გავიდა, რაც მე ამ უწყების ხელმძღვანელი ვარ. დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ფუნქციონალის გადააზრება ხდება, ახალი პრიორიტეტები შემოდის სამინისტროს საქმიანობაში, რომელიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკავშირდება მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიან გეგმას. ასე, რომ, გადაადგილებები, მათ შორის შესაძლოა შტატების გაუქმება, იქნება როგორც უმაღლესი თანამდებობის პირების, ისე თანამშროლების დონეზე“, - განმარტა მიხეილ გიორგაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან