|
2016-12-09 14:47:42, 1616 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით შეთანხმება, იყო უმნიშვნელოვანესი ეტაპი საბოლოო გადაწყვეტილებისკენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა და მას საბოლოო გადაწყვეტილებისკენ უმნიშვნელოვანესი ეტაპი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი ძალიან მალე დასრულდება: „რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, მინდა, დიდი კმაყოფილებიღთ აღვნიშნო, რომ გუშინ მიიღეს უმნისვნელოვანესი გადაწყვეტილება, შეთანხმება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რაც იყო უმნიშვნელოვანესი ეტაპი საბოლოო გადაწყვეტილებისკენ. დაგვრჩა კვლავ მთელი რიგი პროცედურები გასავლელი.ნაბიჯ-ნაბიჯ ფეხ და ფეხ მივყვებით ამ პროცესს და დიდი იმედი გვაქვს, უმოკლეს დროში მოხდება მთლიანი პროცედურის დასრულება. საქართველომ შეასრულა ყველა პირობა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინ ებული და რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრები ბრიუსელში და არა მხოლოდ ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებში, ძალიან გვეხმარებიან და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა მათგანს ამ უდიდესი თანადგომისთვის. საქართველოსთვის ევროინტეგრაცია გახლავთ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტი, ეს არის არა მხოლოდ საგარეო პრიორიტეტი, არამედ პრიორიტეტი, რომელიც მნიშვნელოვნაწილად განსაზღვრავს ჩვენს შიდა რეფორმების დღის წესრიგს იმისათვის, რომ ცხოვრების ხარისხი ავწიოთ ქვეყანაში და ეკონომიკური განვითარების დონე მოვიყვანოთ იმ დონესთან, რომელიც ევროპულ ქვეყნებსა და ევროპული ოჯახის ნამდვილ წევრ ქვეყნებს შეეფერება.ვფიქრობთ, ეს პროცესი გაგრძელდება და ძალიან მალე დასრულდება“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)