13:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 14:20:52, 1274 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე: ჩვენ ძალიან ახლოს ვართ სასურველ შედეგთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  ვიზალიბერალიზაციის ე.წ შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას ეხმაურება. მისი  განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპული ინსტიტუტები საქართველოს მხარს უჭერენ:

"დიდი მადლობა ყველას, ვინც ამისთვის იშრომა საქართველოში და ევროკავშირში. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ სასურველ შედეგთან. საქართველო ურყევად და შეუქცევლად ადგას ევროინტეგრაციის გზას და ამ გზაზე კიდევ ბევრი მიღწევა და შედეგი ელოდება ჩვენს ყველა მოქალაქეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. 

ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში გატარებული რეფორმები თავისთავად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

ჩვენ ასე თანამიმდევრულად განვაგრძობთ მუშაობას.
საქართველო ევროპაა და თანდათან ეს სულ უფრო საგრძნობი გახდება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის",-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics