|
2016-12-06 16:24:21, 1295 ნახვა
რეგიონი
ლევან გორგილაძე შშმ პირთა საკითხებში საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მრჩეველს კირსტენ ლენცს შეხვდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გორგილაძე, მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე ა.შ.შ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მრჩეველს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში კირსტენ ლენცს შეხვდნენ. შეხვედრას სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი თემურ ქარცივაძე და სააგენტოს მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტები თომა კაკაბაძე და სალომე მშვენიერაძე, ასევე, ასოციაცია „გენეზისის“ ხელმძღვანელი ხათუნა ფაღავა ესწრებოდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კირსტენ ლენცის ინტერესს, აჭარის ავრონომიურ რესპუბლიკაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლების კუთხით არსებული მდგომარეობა, მოქმედი სახელმწიფო პროგრამები და სამომავლო გეგმები წარმოადგენდა. ლევან გორგილაძემ საუბრისას აღნიშნა, რომ 2017 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციას, მათ შორის შშმ პირების. გარდა აღნიშნულისა, სამინისტო გააგრძელებს 2016 წლის მოქმედ პროგრამებს, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და სოციალურ ადაპტაციას და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)