|
2016-12-06 16:18:01, 1883 ნახვა
კომენტარი სამხედრო
იზორია: ყველა რეფორმა, რომელიც უწყებაში განხორციელდება, თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ იქნება მიმართული
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მტკიცებით, ყველა რეფორმა, რომელიც უწყებაში განხორციელდება, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ იქნება მიმართული. ამის შესახებ იზორიამ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თანამშრომლების შესაძლო მასობრივ შემცირებასა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ეხებოდა. იზორიას განმარტებით, საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად გარკვეული ოპტიმიზაციაა საჭირო. „ყველა რეფორმას, რომელსაც თავდაცვის უწყებაში განვახორციელებთ, მიმართული იქნება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ. ბუნებრივია, მოსახლეობის წინაშე, ვინც თავდაცვის სფეროს, თუ სხვა სფეროს აფინანსებს, ერთგვარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გვაქვს, რომ თანხები რაციონალურად იყოს მიმართული, რათა ქვეყანას შეეძლოს თავისი თავის დაცვა და მოსახლეობის დაცვა.ამ ეტაპზე, სწორედ იმისათვის, რომ ეს მზადყოფნა გაიზარდოს, ჩვენ ვთვლით, აუცილებელია გარკვეული ოპტიმიზაცია. საქართველო არ იქნება მხოლოდ გამონაკლისი. ასეთი ნაბიჯები მთელმა რიგმა ქვეყნებმა გადადგეს, როდესაც გადაწყვიტეს მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, ზუსტად იგივე გზავნილები მოვისმინე ნატო-ს გენერალური მდივნისგან, როდესაც ნორვეგიაშიც დადგა დღის წესრიგში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მათაც მოუწიათ გარკვეული ოპტიმიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ, ყველა რეფორმა, რომელსაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვახორციელებთ, მიმართულია ჩვენი ეროვნული ინტერესებისკენ და ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია ის, რომ თანხები, რომლებიც თავდაცვის სისტემისთვისაა გათვალისწინებული, იყოს ჩვენი ხალხის, ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)